მოქმედების დროა, მოღალატე “ნაცპოლიტიკანები” არათუ პოლიტიკაში, არამედ გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსის თქმით, ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ეს დაკვეთა აქვს.
აბაშიძე მადლობას უხდის “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, „რომ ღირსება არ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ!“. „პატივცემულო ხელისუფალნო, მოქმედების დროა, მოღალატე “ნაცპოლიტიკანები” არათუ პოლიტიკაში, არამედ გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ! ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ეს დაკვეთა აქვს. მესმის, რომ რაღაც ეტაპზე საგარეო კონიუნქტურის ტყვენი ვიყავით. დასრულდა ის დრო და მადლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რომ ღირსება არ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ!“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე