მოქალაქის თქმით, ცესკო-დან განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გაათავისუფლეს

მოქალაქე ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გაათავისუფლეს.

“საარჩევნო ადმინისტრაციაში 18 წელი ვიმუშავე. ეს საქმე უბრალოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. მასზე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს გახარჯული. ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი – მაგრამ, დადგა დღე, როცა განსხვავებული აზრი მიუღებელი აღმოჩნდა. ახლა არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს.

ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, ს მომხრე ვერ იქნება. ასე გავიზარდე. ბავშვობიდან შავლეგოს ვმღეროდი და ძალიან გვიანია, ახლა ჩემში რამე შეიცვალოს. ჩემს ყველა კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ”. – წერს Facebook-ზე კაციაშვილი.

ნინო კაციაშვილი საგარეჯოს №11 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას