მოქალაქე ჩივის, რომ გორის რესტორანში, საახალწლო გალა-კონცერტზე 70 000 ლარიანი ბეჭედი დაკარგა

მოქალაქე ჩივის, რომ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საახალწლო გალა-კონცერტზე 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ქურდობის ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას 112-ის საშუალებით აცნობა.

როგორც რესტორნის მენეჯერმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, პოლიციამ რესტორანში უკვე ჩაატარა სამძებრო ღონისძიებები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.

ფოტო არ ასახავს რეალურ ბეჭედს.