მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, დაგეგმილია მსვლელობა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. 19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მსვლელობა ხელახალი ს ჩატარების მოთხოვნით.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, სანაპიროსკენ დაიძვრებიან. თუმცა, მსვლელობის ზუსტი მარშრუტი ჯერჯერობით უცნობია.
აქციის ორგანიზატორებს შორის არ არიან არც პოლიტიკოსები და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ის მოქალაქეებმა დაგეგმეს ჯგუფში “დაიტოვე”. ეს არის ფეისბუქჯგუფი, რომელიც გასულ გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შეიქმნა. მისი მიზანი იყო აქციაზე მონაწილე ადამიანებისთვის საორგანიზაციო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა. ჯგუფის სახელი მომდინარეობს იდეიდან, რომ რეგიონებიდან დედაქალაქში, აქციაზე ჩამოსული მოქალაქეები თბილისში მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში დაეტოვებინათ. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ ერთმანეთს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილის შეტანაში.
“ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას. ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს. ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, , ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი. რამდენიმე ქვეყნის გარდა, “ქართული ოცნებისთვის” ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ მიულოცია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ლიდერებს.
არჩევნების შემდეგ არაერთი აქცია და მსვლელობა გაიმართა. პროტესტის მიზანი ხელახალი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

ასევე დაგაინტერესებთ