მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის

„ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც გარკვეული დათქმებით იქნა მიღებული.
თამარ ჩიბურდანიძე სინანულს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს სუვერენიტეტს არად აგდებენ. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები ცვლიან.
„ჩვენი თაობის ბრძოლა და მოლოდინები შერცხვენილი სახელით დაასრულა ევროპამ. მართლაც გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ დღეს ამას ვწერ თავისუფალი საქართველოდან გარკვეული ძალების ტყვეობაში მყოფ ევროპაზე.
როგორ წარმოვიდგენდი, რომ წარსულში, სახელმწიფო არქივის სისხლიანი ქრონიკების წამკითხველი, იმ ტკივილის შემდეგ, იგივე განცდა მექნებოდა იმედით შემყურე ევროპაზე?
როგორ წარმოვიდგენდი, რომ ისტორიის ფურცლებზე რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები შეცვლიდნენ?
ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე”.
გუშინდელ „გმირებს” შევახსენებ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი”!
საქართველოში თავისუფლების სიო უკვე უბერავს, ევროპაში კი ჯერ კიდევ მონობის ბორკილების ხმა ისმის. როგორც ჩანს, მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…