მოურინიო: მინდა, ჩემპიონთა ლიგა ამ მწვრთნელმა და გუნდმა მოიგოს

რიო ფერდინანდის FIVE podcast-ში საუბრისას ჟოზე მოურინიომ მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ორი ფავორიტი დაასახელა.
როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ტიტულის მოგების ყველაზე კარგი შანსი “სიტის” და “რეალს” აქვთ.
“ვფიქრობ, წელს ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს და ესენი “რეალი” და “სიტი” არიან. მინდა, რომ კარლო ანჩელოტისა და “რეალის” გამო თასი კვლავ მადრიდში წავიდეს”, – თქვა “განსაკუთრებულმა”.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოურინიო ანჩელოტის უჭერს მხარს. მან “რომაში” მუშაობის პერიოდში განაცხადა, რომ კარლო დიდი მწვრთნელია და სურვილი აქვს, რომ “ბლანკოსის” სათავეში დაეტოვათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში