მოტას “იუვენტუსში” ყოფილი შეგირდის წაყვანა სურს

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსს” “ბოლონიას” 22 წლის მცველის, რიკარდო კალაფიორის დამატება სურს.
მოგეხსენებათ, ტურინულ გუნდში “ბოლონიას” ყოფილი დამრიგებელი ტიაგო მოტა დაინიშნა და გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ახალ გუნდში უხმობს.
კალაფიორი ახლა იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ