მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის 36-ე მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობს

ევროპის გოგონათა (ჰოლანდია) და ევროპის ახალგაზრდული (მოლდოვა) ოლიმპიადების შემდეგ (სადაც ქართველმა მოსწავლეებმა 6 შესაძლებლობიდან 5 მედალი მოიპოვეს), მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც ქ. ალექსანდრიაში 1-8 სექტემბერს ინფორმატიკის 36-ე მსოფლიო ოლიმპიადა იმართება. მასში მსოფლიოს 97 ქვეყანა მონაწილეობს.
„წელს თაობათა ცვლის გამო ჩვენი ნაკრების 4 წევრიდან სამი დებიუტანტია. თუმცა, ჩვენი ბიჭების განწყობა ტრადიციულად საბრძოლოა და ისინი შეეცდებიან ღირსეულად იბრძოლონ მედლების მოსაპოვებლად. გუნდმა დასკვნითი ერთკვირიანი შეკრება ბაკურიანში გაიარა, სადაც მეცადინეობასთან ერთად ფიზიკურადაც მოძლიერდნენ. 🙂 წარმატებები ვუსურვოთ მათ, მთელ ჩვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას!“, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა ინფორმატიკაში გიორგი მანდარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს