მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ

მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა” ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია აკავებს ყველას, ვინც მარადიულ ცეცხლთან ყვავილების მიტანას იღებდა.
ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა – ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე უფლებადამცველები მოძრაობიდან “ადამიანის უფლებებისთვის.”
„დაკავებულია ფაქტობრივად ყველა მამაკაცი ჟურნალისტი”, – წერს გამოცემა Sota.
ჟურნალისტები მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს, როდესაც ისინი ქალების პროტესტს იღებდნენ, რომლებიც თავიანთი ჯარში გაწვეული მეუღლეების უკრაინიდან დაბრუნებას ითხოვდნენ.
France Press-ის ჟურნალისტი, რომელიც დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროტესტში დაახლოებით 40 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე