მოსკოვში ჩავიდა თვითმფრინავი -იდან დეპორტირებული ს მოქალაქეებით

8-9 დეკემბრის ღამეს, მოსკოვში დაეშვა კაიროდან მომავალი თვითმფრინავი, რომელშიც შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული ს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „აგენტსტვო“ ორგანიზაცია Russian America for Democracy in Russia-ს ხელმძღვანელ დმიტრი ვალუევზე დაყრდნობით. სადეპორტაციო რეისის ჩასვლის შესახებ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამეა, იტყობინება ასევე „ეხო“.
ვალუევის თქმით, მამაკაცებს ჩასვლისთანავე გადაეცათ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების უწყებები. მან განმარტა, რომ ისინი, სავარაუდოდ, სამხედრო აღრიცხვას უკავშირდება. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, დააკავეს თუ არა ვინმე ჩასვლისთანავე.
ერთ-ერთი მგზავრის ქმარმა „მედიაზონას“ განუცხადა, რომ თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ყველა მამაკაცს ჩასვლისთანავე გადაეცა სამხედრო კომისარიატის უწყებები.
რუსები არიზონიდან სპეციალური რეისით ჩაიყვანეს ეგვიპტის დედაქალაქში. ვალუევმა სააგენტოს განუცხადა, რომ დეპორტირებულ რუსეთის მოქალაქეებს ეგვიპტის დედაქალაქში ტელეფონები და პირადი ნივთები გადასცეს და ბადრაგის თანხლებით აიყვანეს მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავზე.
როგორც გამოცემა იხსენებს, -იდან რუსების წინა ორი მასობრივი გაძევება 2025 წლის ივნისსა და აგვისტოში მოხდა, გარდა ამისა, ხალხის ექსტრადიცია მოხდა ინდივიდუალური წესითაც.
ხელისუფლებაში ს ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გაიზარდა შეერთებული შტატებიდან იმ არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების გაძევების მაჩვენებელი, რომელთა განაცხადებიც არ დაკმაყოფილდა. ეს რუსეთის მოქალაქეებსაც ეხება.
სექტემბერში რუსმა ოპოზიციონერებმა ვლადიმირ კარა-მურზამ, იულია ნავალნაიამ და ილია იაშინმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიმართეს და მოუწოდეს, მიიღოს ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც აშშ-იდან დეპორტაცია ემუქრებათ ამ ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ