რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვში შეშფოთებას იწვევს ერევნის სწრაფვა ევროკავშირისკენ და სომხეთი რისკავს, დაკარგოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) სარგებელი, თუკი დასავლეთი ჩართავს მას საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშებში.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ.
ТАСС-ის შეკითხვაზე, იწვევს თუ არა მოსკოვში შეშფოთებას ერევნის სწრაფვა ევროკავშირისაკენ, გრუშკომ დაადასტურა:
„თუმცა კი, ბუნებრივია, ერევნის სწრაფვა ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს სწრაფვა შეუთავსებელია ამ ქვეყნის წევრობასთან ევრაზიულ კავშირში. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სომეხ კოლეგებთან მრავალრიცხოვან კონტაქტებში. „ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ЕАЭС-ში მონაწილეობით სომხეთი დინამიკურად ვითარდება — ეკონომიკა იზრდება ერევნისთვის ყველა საკვანძო დარგში. ეს კი უდიდესი მონაპოვარია, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, თუ დასავლეთი შეეცდება სომხეთის მოწყვეტას რუსეთსა და სხვა ბუნებრივ მოკავშირეებთან,“ — თქვა მინისტრის მოადგილემ.
მსგავსი განცხადებები და ულტიმატუმები ერევნის მიმართ, მოსკოვს აქამდეც გაუკეთებია უკანასკნელი თვეების განმავლობაში.
