მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს“, – აცხადებს ს საგამოძიებო კომიტეტი.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე