მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა

რუსეთ-ჩეჩნეთის და რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი, ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დირექტორატის უფროსი ფანილ სარვაროვი, მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ს საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამომძიებლების ინფორმაციით, ავტომობილის ძირში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა 22 დეკემბერს, დილით, იასენევაიას ქუჩაზე აფეთქდა. იგი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ზოგადად საშიში გზით) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 222.1 მუხლით (ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ვაჭრობა).
გამომძიებლები ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე თეორიას განიხილავენ, მათ შორის უკრაინის დაზვერვის სამსახურების შესაძლო მონაწილეობას დანაშაულის ორგანიზებაში.
სარვაროვი 2024 წელს ვლადიმერ პუტინმა გენერალ-ლეიტენანტის წოდებაში დაწინაურდა. როგორც რუსული მედია წერს, სარვაროვი იბრძოდა ჩეჩნეთში, სამხრეთ ოსეთში, სირიასა და ში.