მოსკოვში, მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა SOTA ავრცელებს.
SOTA-ს ცნობითვე, კრემლის წინ, მობილიზებული ჯარისკაცების ცოლების ყოველკვირეულ საპროტესტო აქციაზე მოსკოვის პოლიციამ მინიმუმ 4 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, დააკავა.
საპროტესტო აქციაზე რუსი ქალები, თავიანთი მეუღლეების უკრაინიდან სახლში დაბრუნებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, პოლიციამ მობილიზებული რუსი ჯარისკაცების ცოლების აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე