მოსკოვში, მობილიზებულთა მეუღლეების აქციაზე, ჟურნალისტები დააკავეს

მოსკოვის მანეჟნის მოედანზე პოლიციამ ჟურნალისტები დააკავა. „მედუზას“ ცნობით, ისინი აშუქებდნენ მობილიზებულთა მეუღლეების აქციას „გზა სახლისკენ“.
არსებული ცნობებით, „დაკავებულია ყველა კაცი ჟურნალისტი“. მედია აღნიშნავს, რომ მათ ეცვათ ჟილეტები წარწერით „პრესა“, რის გამოც პოლიციას მათი იდენტიფიცირება არ უნდა გასჭირვებოდა. სულ ცნობილია 27 დაკავებულზე.
მობილიზებულთა მეუღლეები უკვე მეცხრე აქციას მართავენ კრემლთან. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან. მსგავს აქციებს მოძრაობა ყოველ შაბათ დღეს ატარებს. ისინი მოითხოვენ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწეროს განკარგულებას რუსეთში 2022-ის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის დასრულებაზე.
აქციას გუშინ, 2 თებერვალს, მხარი დაუჭირეს პუტინის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მაქსიმ კაცმა, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი ს გუნდმა. მედიის შეფასებით, აქციაზე 200 ადამიანი მივიდა. მოსკოვის მერიას აქციის ჩატარებაზე ნებართვა არ გაუცია.

ასევე დაგაინტერესებთ