მოსკოვში ეროტიკული წვეულებები იკრძალება – “საქართველოში გავაგრძელებთ”

რუსული კრიტიკული მედია”დოჟდი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა +18 დახურული ეროტიკული წვეულებების ორგანიზატორები, აეკრძალათ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ თემატიკასთან. მედია “Kinky Party-ის” “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის შეესაბამებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივისცემის მქონე გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია სექსის თემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება”, – წერენ ორგანიზატორები. Kinky Party წლებია ამ ტიპის წვეულებებს ატარებს მოსკოვში.
“დოჟდი” წერს, რომ შემდეგი დახურული წვეულება მოსკოვში 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო ის გაუქმდა.
Kinky Party-ის წვეულებების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი წყვეტენ თავიანთ საქმიანობას და განაგრძობენ წვეულებების გამართვას საქართველოში.
“ამჟამად ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებებს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ შეგხვდებით სხვა ქვეყნებში”, – ამბობენ ორგანიზატორები.
ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ მსგავსი ღონისძიება უკვე გამართეს თუ არა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?