მოსკოვში დაიწყო საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმის გამო ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

გამოძიების თანახმად, ოთხი მათგანი, ტაჯიკეთის მოქალაქეები ტერაქტის შემსრულებლები არიან, დანარჩენები კი ხელშემწყობები. მათ შორის არიან ს და შუა აზიის რესპუბლიკების მოქალაქეები
დღეიდან, 4 აგვისტოდან საქმეს არსებითად განიხილავს დასავლეთის მეორე საოლქო სამხედრო სასამართლო. სასამართლო პროცესი დახურულია.
წინასწარი განხილვის ეტაპზე ოთხმა ბრალდებულმა უდანაშაულობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვა, კიდევ სამმა კი საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მიერ. სასამართლომ ყველას უარი უთხრა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 2024 წლის 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 149 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მალევე განაცხადეს, რომ ტერაქტის შემსრულებლები და ხელშემწყობები დააკავეს.
რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ტერაქტის დაკავშირება სთან და „ს რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთთან, კერძოდ, -სა და დიდ ბრიტანეთთან. მათ მოსკოვის მცდელობას პროპაგანდა და სისულელე უწოდეს.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააფრთხილეს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.