მოსკოვში გარდაიცვალა ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე

69 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე. მას 2023 წელს თავის ტვინის იშემიის დიაგნოზი დაუსვეს. ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, ნიკოლაი სვანიძე 11 სექტემბერს გარდაიცვალა სავარაუდოდ, პნევმონიით გამოწვეული გართულების შედეგად.
ნიკოლაი სვანიძე 1955 წლის 2 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
90-იან წლებში მუშაობა დაიწყო ს ტელევიზიაში. იყო არაერთი ანალიტიკური პროგრამის ავტორი და წამყვანი. 2013-2022 წლებში იყო რადიოსადგურ „სერებრიანი დოჟდის“ წამყვანი.
ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს ნიკოლაი სვანიძემ განაცხადა, რომ ეს „არამოტივირებული და არაპროვოცირებული თავდასხმაა” და შემდეგაც არაერთხელ უსაუბრია რუსეთისთვის ამ „სისხლიანი ომის“ შედეგებზე.
ნიკოლაი სვანიძე იყო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, საიდანაც პრეზიდენტმა პუტინმა 2022 წლის ნოემბერში დაითხოვა სხვა ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან ერთად და მათ ნაცვლად საბჭოში შეიყვანა ომის მხარდამჭერები.
2022 წლის დეკემბერში ნიკოლაი სვანიძე გაათავისუფლეს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მასმედიის და რეკლამის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან, რომელსაც 12 წლის განმავლობაში იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს