“მოსკოვური არსებების” წოდების გამო პაპუაშვილი გალერისგან ბოდიშს მოითხოვს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ მიხაელ გალერისგან ბოდიშის მოხდას ან იმ პოსტის წაშლას ითხოვს, სადაც გალერი ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს “მოსკოვურ არსებებს” უწოდებს.
კერძოდ, 31 იანვარს ევროპარლამენტარმა გააზიარა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოსტი X-ზე, სადაც ზურაბიშვილი ოცნების რეპრესიულ კანონებზე საუბრობს. გალერი ამ პოსტს ეხმაურება და წერს:
“ამ მოსკოვურმა არსებებმა ივანიშვილმა, კობახიძემ და კომპანიამ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპული საქართველოსკენ, არა საბჭოთა საქართველოსკენ”.
თავის მხრივ, პაპუაშვილმა მიხაელ გალერის ეს პოსტი გადააზიარა და დაწერა:
“ასეთი უხეში და დეჰუმანიზირებული ენა საქართველოსვე ხელმძღვანელობას კი არ აკნინებს, არამედ ჩრდილს აყენებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია ამ უღირსი პოსტის წაშლით ან ბოდიშის მოხდით”- წერს პაპუაშვილი.