მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში წამყვანი პოზიცია უჭირავს – გამოცემა “ეკონომისტი”

მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში წამყვანი პოზიცია უჭირავს – გამოცემა “ეკონომისტი”
26 ნოემბერს, ამერიკელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა აბუ-დაბიში სამშვიდობო შეთანხმების გადამუშავებულ პროექტზე კონსულტაციები დაასრულეს, – იუწყება The Economist-ი. გამოცემის წყაროს ცნობით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ მოლაპარაკებები უკრაინის სასარგებლოდ არ მიდის: დისკუსიები ფოკუსირებულია რუსეთის მოთხოვნების უკრაინის დათმობებთან შეთავსებაზე.
„და საბოლოო სიტყვა, სავარაუდოდ, კრემლს ექნება“, – ხაზს უსვამს გამოცემა.
სტატიის თანახმად, თავდაპირველ 28-პუნქტიან გეგმას აშკარად პრორუსული მიკერძოება ჰქონდა: ის უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებს, მისი არმიის რაოდენობრივ შეზღუდვებს და შეერთებული შტატებისთვის ფინანსურ დათმობებს ითვალისწინებდა. გადამუშავებული 19-პუნქტიანი ვერსია ზოგიერთ მოთხოვნას არბილებდა, მაგრამ ძირითადი „ეკლიანი“ საკითხები – დონეცკის სტატუსი, ნატოში წევრობა და ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები – -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასაწყვეტი დარჩა.
The Economist-ი ასევე უკრაინისთვის ორ მთავარ საფრთხეს ასახელებს: შიდა, რომელიც დაკავშირებულია ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან და გარე – ფრონტის ხაზზე გაუარესებული სიტუაციის გამო.
წყარომ The Economist-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება