მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა მოქალაქეები, რომლებიც პატივს მიაგებდნენ ნავალნის ხსოვნას

მოსკოვის პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ბორისოვის სასაფლაოზე მივიდნენ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად – იუწყება OVD-Info თვითმხილველზე დაყრდნობით.
პოლიციამ სასაფლაოზე ჯერ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ექსტრემისტული სიმბოლოების ტარებაში დასდო ბრალი, – ამბობს თვითმხილველი. ამას მოჰყვა მეორე ქალის დაკავება, რომელმაც პოლიციას მოუწოდა, ახალგაზრდა ქალისთვის თავი დაენებებინათ.
ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ყვავილებით მივიდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან – ადგილთან, რომელსაც აქტივისტები ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იყენებენ.
4 ივნისს ნავალნის 48 წელი შეუსრულდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან