მოსკოვმა დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილ მალიუკს

ს დედაქალაქ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და ტერორიზმის საქმეზე დაუსწრებლად დააპატიმრა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი. ამის შესახებ ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” სასამართლო დარბაზიდან იუწყება. მანამდე ტელეგრამის არხმა Baza-მ დაწერა, რომ გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით ითხოვდა უკრაინელი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას.

მალიუკს ბრალი დაუსწრებლად ედება ტერორისტული აქტის მუხლით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილი). “წინასწარი მონაცემებით, საუბარია 2022 წელს ს ხიდზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების ორგანიზებაზე”, – წერს გაზეთი “კომერსანტი”.
რუსეთის მიერ ანექსირებული ს ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის” გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი – ბროკერად, რომლის სახელი ლევანია.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არა აქვს.
მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ზომა – პატიმრობა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს, წერს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“.