მოსკოვმა აკრძალა 1000 რუბლის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდით ვაჭრობა

მოსკოვის პრეობრაჟენსკის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალა ოთხი საინტერნეტო მაღაზია, რომლებშიც 1000 რუბლის კუპიურის გამოსახულებიანი სასუვენირე ტუალეტის ქაღალდი იყიდებოდა. ამ ინფორმაციას სასამართლოს კარტოთეკაზე დაყრდნობით გამოცემა „ვიორსტკა“ ავრცელებს.
მოსამართლე ელენა ლუკინა დაეთანხმა პროკურორის არგუმენტებს და გადაწყვიტა, რომ ასეთი დიზაინის ტუალეტის ქაღალდი “შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.”
ზემოხსენებული სასუვენირე ტუალეტის ქაღალდის გამოსახულებების აკრძალვა პროკურორმა ოლეგ ალიპოვმა მოითხოვა. თავის პრეტენზიას იგი ასაბუთებდა იმ ფაქტით, რომ 1997 წელს გამოშვებულ ბანკნოტზე გამოსახულია იაროსლავ ბრძენის ძეგლი, “რომელიც კლასიფიცირებულია როგორც წმინდანი, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს.”

“ვიორსტკის” ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა ოთხი საინტერნეტო მაღაზიის საიტები, მათ შორის Sima-Land-იც, რომელიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ფლეშმობებითაა ცნობილი. აკრძალული ტუალეტის ქაღალდით მოვაჭრე გვერდები უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი ორი მაღაზიის ვებსაიტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება