რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ერევანში კაცი “ლენინგრადის ბლოკადის” ძეგლთან მიდის და იქ დაწყობილ გვირგვინებს აზიანებს.
“ამასწინ მარია ზახაროვამ თქვა რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს არცახში (მთიან ყარაბაღში) მომხდარი ეთნიკური წმენდისა. საინტერესოა, არსებობს კი ლენინგრადის ბლოკადის დოკუმენტაცია? და ჩვენ ერევანში ამ ფაშისტებს ძეგლი დავუდგით და თან ვგლოვობთ კიდეც. არ არსებობს რაიმე დოკუმენტაცია, არ არსებობს”, – ისმის კაცის ხმა გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მემორიალთან დაწყობილ გვირგვინებს მიწაზე ყრის. გუშინვე სომხეთში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოელის სამართლებრივ შეფასებას სომხეთის ხელისუფლებისგან.
“ლენინგრადის ბლოკადის ბავშვთა ძეგლზე თავდასხმა სიგიჟეა. სომხეთის რეაქცია იმედს გვაძლევს, რომ სამართალდამცველი ორგანოები გაერკვევიან ინციდენტში. მე ბევრი განცხადება მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი არ არის ჯანმრთელი, თუმცა ამ ქცევის მიზეზებში ორივე ქვეყნის სამართალდამცველი უწყებები უნდა გაერკვნენ. პირველ რიგში, ამ საქციელმა თავად სომხეთში გამოიწვია აღშფოთება”,- ამბობს ზახაროვა.