მოსკოვი: რუსეთმა და უკრაინამ ომის ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 24 აგვისტოს ჩაატარეს ომის ტყვეთა გაცვლის ოპერაცია, ფორმულით 146-146-ე – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გაცვლის ოპერაციის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გარდა ამისა, მოსკოვის ცნობით, რუსეთში დაბრუნდა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები, რომლებიც 2025 წლიდან უკრაინის ქალაქ სუმიში იმყოფებოდნენ.
უკრაინის მხარეს გაცვლის თაობაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ