მოსკოვი ნატოსგან 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე კიევისთვის მიცემული დაპირების უკან წაღებას ითხოვს

კრემლის სურვილია, ნატომ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომ ერთ დღეს ს მიეცემა ნატოში გაწევრიანების უფლება. განცხადება 18 თებერვალს ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მ გააკეთა.
ზახაროვას თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება მიუღებელია, მაგრამ ახლა მის გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა მოსკოვისთვის არასაკმარისი იქნება.
„აღსანიშნავია, რომ ს ნატოში მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის“, – განაცხადა ზახაროვამ სააგენტო “როიტერის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად. “ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის დაპირებები”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და განმარტა: „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ევროპის კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას გააგრძელებს“.
2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართულ სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო შეუერთდებიან დასავლურ სამხედრო თავდაცვით ალიანსს. თუმცა, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებისთვის მაშინ არ მიუციათ რაიმე გზამკვლევი, დროში გაწერილი გეგმა, რომელიც მათ გაწევრიანებას უფრო ცხადს გახდიდა და მეტად უზრუნველყოფდა.
პრეზიდენტ ს (უმცროსი) ლიდერობით, შეერთებულ შტატებს მაშინ ნატოში ამ ორი ქვეყნის დაწინაურება სურდა. მაგრამ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია შიშობდნენ, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა.