მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ საქართველომ “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” საზღვრები უნდა გაავლოს

აფხაზური მედიის ცნობით, მოსკოვში ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გულუზინის და ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ოდისეი ბიგვავას შეხვედრა გაიმართა, რომელიც წინ უსწრებდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდს.
ოფიციალური ცნობით, “შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო მზადყოფნას მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისათვის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებულ თანამშრომლობაზე, რაც მიმართულია სა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ”.
„აღინიშნა საქართველოს მიერ მეზობელი რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა“, – ნათქვამია ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია