მოსკოვი ბაქოში “რუსული სახლის” აღდგენას ითხოვს

რუსეთის ფედერალური სააგენტო „Россотрудничество“-ის ცნობით, ბაქოში მოქმედი რუსული კულტურის ცენტრის – „რუსული სახლის“ – ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა, შესაძლოა პირადად სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე განიხილონ.
„იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირად შეხვედრაზე,“ – განუცხადა РИА Новости-ს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ შევცოვმა.
მისი თქმით, ორივე მხარეს ესმის, რომ უამრავი ადამიანი მიჩვეულია ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობას:
„ეს ესმით აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც”.
ბაქოში არსებული „რუსული სახლი” რამდენიმე თვის წინ დაიხურა, რასაც მოსკოვის უკმაყოფილება მოჰყვა. დახურვის შემდეგ, “რუსული სახლი” იმ შენობაში ფუნქციონირებს, რომელსაც კერძო მფლობელი ყავს. როგორც Россотрудничество-ს ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, მფლობელმა გადაწყვიტა შენობის გაყიდვა და „რუსულ სახლს“ შენობის 1.5 თვეში დატოვება მოსთხოვა.
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაგზავნა ნოტა მოსკოვში, რომელშიც მოითხოვა ბაქოში რუსული კულტურის ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა – არგუმენტით, რომ მას არ გააჩნია სათანადო რეგისტრაცია.
რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მრავალჯერ მიმართეს აზერბაიჯანის უწყებებს რეგისტრაციის საკითხში დახმარებისთვის, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
თავად პრიმაკოვის თქმით, მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვსა და ბაქოს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კომპრომისის მოძიების მიზნით:
„ყველა კონსტრუქციულად და ოპტიმისტურად არის განწყობილი.“