მოსკოვი აკრიტიკებს ლანდსბერგისს თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის

მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, ს წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა ბალტიის ქვეყნების „რუსოფობიურ“ განცხადებებზე, ასევე მათ მცდელობებზე, „ერევანი ევროინტეგრაციაში ჩაითრიონ?“
ნასტასინის თქმით, მოსკოვმა ყურადღება მიაქცია ლიტვის, ლატვიის და ს ხელმძღვანელობის მორიგ ანტირუსულ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ და ეროვნული კრების თავმჯდომარის ვიზიტებისას. მისი თქმით, ბალტიისპირეთის ოფიციალური პირები ერევანს აქტიურად ახვევდნენ თავს თავიანთ „ექსპერტიზას“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის დივერსიფიკაციის საქმეში.
„ასეთი ნაბიჯები მიუთითებს ვილნიუსის, რიგისა და ტალინის, — რომლებიც მორჩილად მიჰყვებიან ვაშინგტონის მითითებებს, — მუდმივ სურვილზე, აქტიურად წაახალისონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიისპირეთის მიერ შემოთავაზებული „ექსპერტიზის“ ხარისხი და ჭეშმარიტი მიზნების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ როლით, რომელიც მათ ითამაშეს 2013 წლის მაიდანზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში, რამაც გამოიწვია სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ში. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ტალინი, რიგა და ვილნიუსი უკიდურესად დესტრუქციულ როლს თამაშობენ“, — განაცხადა ნასტასინმა და დასძინა, რომ მათი სწავლებები ბოლო დროს საქართველოში გაგრძელდა.
„ამერიკელი ვიქტორია ნულანდის კიევში ვოიაჟის მაგალითზე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პირადად შეუერთდა საპროტესტო მარშს, რითაც ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცვლისა და რევოლუციისკენ მოუწოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება სთვის, რადგან გაკვეთილები უნდა ისწავლო არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე, არამედ სხვებისგანაც“, — თქვა ს მოადგილემ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს.
თბილისის მერმა მ „სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას რუსთაველზე და თქვა, რომ „განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში“.
„ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს“, — დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციისა და ქმედებების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, რასაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.