მოსკოვის სასამართლომ რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს პატიმრობის ვადა გაუგრძელა

მოსკოვის ზამოსკვარეცკის რაიონის სასამართლომ 10 მარტამდე გაუგრძელა პატიმრობა რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს.
მათ ტერორიზმისკენ მოწოდება ედებათ ბრალად სპექტაკლისთვის, სადაც გამოყვანილი არიან რუსი ქალები, რომლებიც სირიაში წავიდნენ რათა ტერორისტების ცოლები გამხდარიყვნენ.
საქმის მასალებს დაემატა ს უშიშროების სამსახურის ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები ბერკოვიჩის ქალიშვილების მდგომარეობის შესახებ, იუწყება „მედიაზონის“ კორესპონდენტი.
რეჟისორის ადვოკატის, ქსენია კარპინსკაიას თქმით, ექსპერტიზის ტექსტში ნათქვამია, რომ „ისლამური იდეოლოგია“ ტერორიზმის იდენტურია. სისხლის სამართლის საქმე ბერკოვიჩის და პეტრიიჩუკის მიერ “ტერორიზმის საჯარო გამართლების შესახებ” აღიძრა მაისის დასაწყისში, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.
მათ ემუქრებათ 7-წლიანი პატიმრობა.
ისინი დანაშულს უარყოფენ. მათ მხარდასაჭერად გამოვიდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები. სპექტაკლი, „ფინისტი ნათელი შევარდენი“ ისლამისტების შესახებ 2020 წელს დაიდგა და 2022 წელს ის რუსეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი, „ოქროს ნიღბით“, დაჯილდოვდა. ბერკოვიჩი ამბობდა, რომ სპექტაკლის დადგმისას მან გამოიყენა რეალური ამბები სირიაში წასული რუსი ქალების შესახებ, მათი სასამართლო მასალები, ესაუბრა მუსლიმან სასულიერო პირებს და რუსეთის სამართალდამცველებს.

ასევე დაგაინტერესებთ