მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა ტაჯიკეთის მოქალაქეებს

მოსკოვის სამხედრო სასამართლომ 14 დეკემბერს ტაჯიკეთის ხუთ მოქალაქეს: მანუჩერ ბურიევს, რაჯაბალი ბურიევს, აბდულმალიკ სამიევს, სამანდარ ტოშმუროდოვს, აბდუქოდირ ტოიროვს და რუსეთის მოქალაქეს დაღესტნიდან, გაჯიმურატ გასანალიევს 16-დან 22 წლამდე პატიმრობის განაჩენები გამოუტანა. მათ ბრალი ედებათ ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებასა და მოსკოვში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისზე თავდასხმის დაგეგმვაში.
განსასჯელთა ადვოკატების თანახმად, საქმე გაზვიადებული იყო პოლიტიკური მოსაზრებებით და დანაშაული, რომელზეც ლაპარაკობდნენ, უშიშროების ოფიცრების მიერ იყო პროვოცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”