მოსკოვის პოლიცია 9 მაისისთვის დრონებისა და ფოიერვერკების გამოყენებას კრძალავს

მოსკოვის პოლიცია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით დასჯით ემუქრება მათ, ვინც, 9 მაისის ღონისძიებისთვის მზადების პროცესში, დრონებსა და პიროტექნიკას გამოიყენებს.
„მოსკოვი არასაფრენი ზონაა ყველა სახის ლეტალური აპარატისთვის. მათი გამოყენება აკრძალულია, დედაქალაქის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარ სამმართველოში. -ის განმარტებით „მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებების“ დროს უკანონო ფრენებზე განსაკუთრებული მონიტორინგი წესდება და აკრძალულია როგორც ე.წ. კოპტერების, ასევე დრონების თუ ავიამოდელების ფრენა.
მოსკოვის პოლიციაში ასევე აცხადებენ, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ უფლება, მყისიერად გაანადგურონ ნებისმიერი უპილოტო საფრენი აპარატი – “მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად”. ასეთი აპარატების წინააღმდეგ დაშვებულია, მათ შორის – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
ს ადმინისტრაციული კანონმდებლობით არასაფრენ ზონაში დრონის გამოყენებაზე დაწესებულია ჯარიმა – 50 000 რუბლის ოდენობით.
მოსკოვის პოლიციის გაფრთხილება შეეხება პიროტექნიკასაც – ე.წ. პეტარდებს ფოიერვერკებსა თუ “ანალოგიურ ნაკეთობებს” – “მათ გამოყენებასთან დაკავშირებული პროვოკაციების გახშირებული შემთხვევების გამო”.
9 მაისს, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების” გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ელოდებიან, მათ შორის – ლიდერებს ჩრდილოეთ კორეიდან, ბრაზილიიდან, კუბიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან ღონისძიებაზე ჩასვლას გეგმავს მხოლოდ ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო; რომელმაც უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვის სტუმარი ლიდერების წინააღმდეგ მუქარაში დასდო ბრალი.
„ეს დიდი უპატივცემლობაა, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყანას ვინმე ეუბნება: „მიდით, იზეიმეთ, ჩვენ შეიძლება იქ ჩამოგიგდოთ რაღაც დრონი თუ რაღაც მსგავსი““, – უთხრა ჟურნალისტებს ფიცომ, 4 მაისს; დაადასტურა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის გეგმა და მოუწოდებს ს, დაეთანხმოს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ 3-დღიან ზავს.
უკრაინის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით ან რაიმე სხვა საშუალებით დარტყმას აპირებს.
„ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას“, – მიმართა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის მსურველებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ამ დღეს გამორიცხული არ არის პროვოკაციები და, მისგან დამოუკიდებელ გარემოებებზე, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს.
უკრაინის პრეზიდენტის შემხვედრი წინადადებაა ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით, შეერთებული შტატების მიერ ახლო წარსულში წამოყენებული წინადადების შესაბამისად.
წყარო: რადიო თავისუფლება