მოსკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი იწვის

მოსკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი იწვის – ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ძლიერი ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია. მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი ქალაქ ჟუკოვსკიში, ფრუნზეს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინის აივანზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 70 მეხანძრე-მაშველი და 24 ერთეული ტექნიკა. დამატებითი დეტალები და დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა