მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ერთ-ერთ დასახლებაში. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაციაც.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით კი, ჩამოაგდეს 69 დრონი, რომელთა ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას დაზიანდა ტერიტორია.
კერძოდ, ს მტკიცებით, თვითმფრინავის ნამსხვრევები მოსკოვში, დომოდედოვოს ქუჩაზე, დომოდედოვოს რკინიგზის სადგურის მიდამოებში, ქალაქ დომოდედოვოს ავტოსადგომზე, ქალაქ ვიდნოეს საცხოვრებელ კორპუსებსა და რამენსკოეში, მრავალსართულიან შენობას მოხვდა.