მოსკოვის მორიგი მოთხოვნები თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით

ს საგარეო უწყების განცხადებით, რეგიონის შემდგომ სტაბილიზაციას ხელს შეუწყობდა, თუ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ოფიციალური თბილისი დაადასტურებდა შერიგების გზავნილებს სა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ისინი პრაქტიკულ ნაბიჯებად გარდაიქმნებოდა.
„ამ ნაბიჯების სწრაფი განხორციელების მიზანშეწონილობა განპირობებულია იმ რისკებით, რომლებიც კვლავ არსებობს — რომ თბილისი სამხედრო ძალის მეშვეობით შეეცდება ყოფილი რეგიონების კონტროლის დაბრუნებას, ასევე საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესით, რასაც ადასტურებს საქართველოს აქტიური თანამშრომლობა ალიანსთან, მათ შორის ჩართვა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო სწავლებებში,“ — აცხადებენ ს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის შემდეგ.
ამასთან, რუსულმა მხარემ გამოყო, მისივე განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზნის — სა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მტკიცედ უზრუნველყოფის — მიღწევის აუცილებლობა.
„პრაქტიკული თვალსაზრისით საუბარია იმაზე, რომ თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია უნდა უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის სახით.“
ამასთან, როგორც მოსკოვი აცხადებენ, ჟენევის დისკუსიების მეორე, ჰუმანიტარულ ჯგუფში მუშაობას სერიოზულად აფერხებს საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებული “უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია” იძულებით გადაადგილებულ პირებზე გაეროს გენერალურ ასამბლეაში.
„მისი მორიგი რედაქცია მიიღეს ივნისის რაუნდის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე. თბილისის მცდელობები, ზემოხსენებული საკითხები სხვა საერთაშორისო ფორმატებში განიხილოს — ფორმატებს, სადაც სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა და, შესაბამისად, ვერ გამოხატავენ საკუთარ პრინციპულ პოზიციას — კვლავ დაბლოკავს ამ თემებზე განხილვას დისკუსიების ფარგლებში,“ — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი