მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

მოსკოვის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს გამთენიისას განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეში ჩამოაგდეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მეორე ცნობა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი დრონი ჩამოაგდეს პავლოვსკი-პოსადშიც.
მოსკოვის მერის წინასწარი მონაცემებით, დრონების ნამსხვრევებს ხმელეთზე ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
მოსკოვის ოლქის ქალაქი პავლოვსკი-პოსადი ს დედაქალაქიდან აღმოსავლეთში, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო რამენსკოე – სამხრეთ-აღმოსავლეთში, დაახლოებით 20 კილომეტრში.
მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 10 ნოემბერსაც.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. ს რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.