მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა – სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ს დედაქალაქზე დრონებით შეტევა 15 დეკემბრის ღამეს მოხდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში ისმოდა.
დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა. სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებზე მუშაობენ.
არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტევა მოსკოვზე 14 დეკემბრის საღამოდან გრძელდება. მანამდე აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირის მცხოვრებლებიც ავრცელებდნენ ცნობებს.
დილით ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 – მოსკოვის რეგიონის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს