მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდინონ კრიზისი, დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას რადიკალიზაციის შესახებ. უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ მაყურებელს მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი შეახსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს.
„რა თქმა უნდა, მათ უნდათ მსხვერპლი. მათ სჭირდებათ სიტუაციის დაძაბვა, რადიკალიზაცია, ვინაიდან იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების რეჟიმში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი არიან უსამშობლოები – ეს სახელი ტყუილად არ დავარქვით და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტურობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით ცხოვრობს, ეს არის მათ სისხლში, ეს არის მათ ძვლებში – შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმურად ვერავინ მოგვიგებს არჩევნებს“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით