„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები“ – აკლაძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები“ – აკლაძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე
თბილისის მერი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება:

„სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა.

რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები.

ამ დღეებში ჩვენ ასევე ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს.

მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ