“მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით” – GWP-ში არ იციან, როდის აღდგება წყლის მიწოდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” არ იციან, რა პერიოდი დასჭირდება წლის მიწოდების აღდგენას. მცხეთისა და თბილისის ორი უბნის – ვაკე-საბურთალოსა და გლდანის მოსახლეობის ნაწილის წყალი უკვე რამდენიმე საათია არ მიწოდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, “რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება”.
მათი თქმით, მუშაობენ რეზერვუარების ალტერნატიული გზებით შევსებაზე, იქამდე კი მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.
წყალსადენი სოფელ წიწამურთან, ავარიულად დღეს, 16 ივნისს დაზიანდა.