მოსახლეობას ვპირდები, რომ ე.წ. ამერის სტადიონის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სკოლა იქნება –

თბილისის მერი გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ზე საუბრისას, სადაც მიწის ნაკვეთი, რომელიც 23 789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა, ამბობს, რომ მერიამ აიღო ვალდებულება, თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოაწყოს და ის ფუნქცია დაუბრუნოს, რაც გააჩნდა. ე.წ. ამერის სტადიონი 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და კერძო მესაკუთრეს 20 წლის ვადით გადაეცა.
„გლდანის რაიონში საკმაოდ ცნობილია ე.წ ამერის სტადიონი. მიუხედავად არსებული მძიმე პირობებისა, ძალიან დატვირთულია აქაურობა, დაახლოებით, 1 000 ბავშვი დადის აღნიშნულ სკოლაში. მოსახლეობას ვპირდები, რომ აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სკოლა, იმისთვის, რომ პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და მიაღწიონ წარმატებას. გაკეთდება ორი საფეხბურთო მოედანი, თავისი გასახდელებით, საშხაპეებით, ღამის განათებებით. მთლიანად აღდგება მაყურებლების ტრიბუნა“

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?