მოსამართლეს, რომელმაც დამნაშავედ სცნო ომის მოწინააღმდეგე რუსი ხელოვანი სკოჩილენკო, აწინაურებენ

სანკტ-პეტერბურგში მოსამართლეთა პროფესიული საბჭო გამოვიდა რეკომენდაციით დაწინაურდეს მოსამართლე, რომელმაც ხელოვანი ალექსანდრა სკოჩილენკო დამნაშავედ სცნო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ და მას შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა.
16 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში საბჭო გამოდის რეკომენდაციით მოსამართლე ოქსანა დემიაშევა დაწინაურდეს ქალაქის კალინინის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. დემიაშევა ამ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია, ვაკანსიაზე კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ პოზიციაზე მოსამართლეები ექვსი წლით ინიშნებიან.
სკოლჩენკო, რომელიც ცნობილია სახელით საშა, 2022 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა მან სურსათის მაღაზიაში რამდენიმე იარლიყი შეცვალა ინფორმაციით ერთი თვით ადრე უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შესახებ. ხელოვანმა აღიარა იარლიყების შეცვლა, თუმცა აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა, არ იყო ყალბი.
წინასწარ პატიმრობაში თითქმის 20 თვის გატარების შემდეგ სკოლჩენკო – რომელიც თავს პაციფისტად აცხადებს – მოსამართლე დემიაშევამ დამნაშავედ სცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის