მოსამართლემ კერენ ესებუა 3500 ლარით დააჯარიმა – “ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები”

აქტივისტი კერენ ესებუა მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა 3500 ლარით დააჯარიმა. საქმე ს საჩივარს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალმა აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თავად კერენ ესებუა ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანა ძალიან გაუჭირდა, რადგან ცხადი იყო, თუ ვინ იყო დაზარალებული, რეალურად, ამ საქმეში.
სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, იყო იმგვარი, რომ მოსამართლემ სამართალდამრღვევად მცნო, თუმცა გამოიყენა მხოლოდ ჯარიმა მე პირნათლად ვხედავდი, როგორ ნერვიულობდა მოსამართლე, ძალიან რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ დაკვეთა ნამდვილად ჰქონდა ჩემს დაკავებაზე, უბრალოდ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს, ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ დაზარალებული ვარ მე, რომ ვეღარ გადააბიჯებდა ამ მასალებს და მოუწია იმ დასკვნის გამოტანა, რაც გამოიტანა. არც ჩვენი მხარე დაეცვა, არც მათი და გამოიყენა ჯარიმა როგორც ნორმა, – ამბოს კერენ ესებუა.
გაუშვებს თუ არა მოსამართლე პატიმრობაში მარტოხელა დედა მარიამ სიჭინავას, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. მისი პროცესი ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ კერენ ესებუას მოსამართლემ ჯარიმა შეუფარდა, სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მასთან მიმართებით უკვე დაპატიმრების გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
შეგახსენებთ, რომ საქმე 20 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ირაკლი ზარქუას ქეიფის შემდეგ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი აქტივისტები დახვდნენ. აქტივისტები ივაიშვილს დეპუტატს “სამარცხვინოს” უწოდებდნენ და სკანდირებდნენ “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.
ირაკლი ზარქუამ მომხდარის შემდეგ ქალ აქტივისტებს უჩივლა, თუმცა ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ზარქუას თანმხლები პირი კერენ ესებუას.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება