პარტია „ფედერალისტების“ წევრი, თენგო კირთაძე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ამავე პროცესზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სტუდენტი დანი მაღრაძე და გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი ნინო ლაღიძეც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და გზის გადაკეტვისთვის 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, თენგო კირთაძე, დანი მაღრაძე და ნინო ლაღიძე პოლიციამ დღეს დააკავა.




