მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ მესენჯერ Signal-ზე 11-დან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები უნდა შენარჩუნდეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს უბრძანა, შეინარჩუნონ ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც გაგზავნილი ან მიღებული იყო Signal-ის აპლიკაციის საშუალებით 11-დან 15 მარტამდე.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაცია American Oversight-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ომის გეგმებს Signal-ზე განიხილეს, ფედერალური ჩანაწერების შესახებ კანონები დაარღვიეს.
-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკვე მუშაობს იმ პერიოდის ტექსტების დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად.
ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.
გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…