მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ მესენჯერ Signal-ზე 11-დან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები უნდა შენარჩუნდეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, მოსამართლემ პრეზიდენტ ს ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს უბრძანა, შეინარჩუნონ ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც გაგზავნილი ან მიღებული იყო Signal-ის აპლიკაციის საშუალებით 11-დან 15 მარტამდე.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაცია American Oversight-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ომის გეგმებს Signal-ზე განიხილეს, ფედერალური ჩანაწერების შესახებ კანონები დაარღვიეს.
-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკვე მუშაობს იმ პერიოდის ტექსტების დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად.
ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.
გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეაციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.