მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ.
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია ტექსტში.
ამ შინაარსის “სთორები” სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა – თამარ ხაჟომია (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო); მადონა
მაისურაძე (რუსთავის საქალაქო სასამართლო); ლევან დარბაიძე (გორის რაიონული სასამართლო); ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ნინო ბაქაქური ( უზენაესი სასამართლოს წევრი).
tvpirveli