მოსამართლეები, რომლებმაც მხარი “ვეტინგის” სისტემას დაუჭირეს, მართლა მომხრენი არიან მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმე „დაქირავებულმა” უცნობმა შეამოწმოს, თუ რომაული არდადეგების მძაფრ სურვილს მიჰყვნენ?!

მოსამართლეები, რომლებმაც მხარი “ვეტინგის” სისტემას დაუჭირეს, მართლა მომხრენი არიან მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმე „დაქირავებულმა” უცნობმა შეამოწმოს, თუ რომაული არდადეგების მძაფრ სურვილს მიჰყვნენ?!
„დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო, სარეიტინგო პოზიცია საქართველოს 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, “ვეტინგის” აუცილებლობაზე მიზანმიმართული პროპაგანდა მხოლოდ პოლიტიკური დავალების ნაწილია და მისი საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად, მეგრელიშვილის განცხადებით, ეს არის მორიგი სვლა მათთვის ვინც საქართველოში ომს, ხელისუფლების დამხობას და მმართველობის სადავეების ხელში აღებას ვერ მიაღწია.
“დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო, სარეიტინგო პოზიცია საქართველოს 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და დღეს ის მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ს შემდეგ მეორე ადგილზეა.
“ვეტინგის” აუცილებლობაზე მიზანმიმართული პროპაგანდა მხოლოდ პოლიტიკური დავალების ნაწილია და ის საჭიროებიდან არ გამომდინარეობს. ეს არის მორიგი სვლა მათთვის ვინც აქ, საქართველოში ვერ მიაღწიეს ომს, ხელისუფლების დამხობას და მმართველობის სადავეების ხელში აღებას. ეს არის სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიში, რათა მართლმსაჯულების ციხე შიგნიდან გატყდეს. მინაწერი: ქრონიკის“ წყაროს ინფორმაცია დადასტურდა: ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა.
რთული გამოსაცნობი არაა, ეს მოსამართლეები, რომლებმაც მხარი ვეტინგის სისტემას დაუჭირეს, მართლა მომხრენი არიან მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმე “დაქირავებულმა” უცნობმა შეამოწმოს თუ რომაული არდადეგების მძაფრ სურვილს მიჰყვნენ.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში