მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო).