„მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება” – GWP-ის გაფრთხილება

GWP განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას 27 მაისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში მოსალოდნელი წყლის მატების შესახებ აფრთხილებს.
„2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი.
წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.
გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას”, – ნათქვამია განცხადებაში.